Monday, March 13, 2017

  1.  პროექტის  სახელწოდება:  " ურბანიზაცია და ქალაქური პრობლემები"
  2.   პოექტის აქტუალობა:    მოსწავლეებს არ  შეუძლიათ გააანალიზონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ურბანიზაციის პროცესსა და ურბანულ რეგიონებში მათთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის. უჭირთ იმსჯელონ პრობლემების მოგვარების  ღონისძიებების ეფექტურობაზე.

  3. პროექტის მიზნები:  მოსწავლეებმა შეძლონ "ქალაქური პრობლემების" დეფინიცია. მსოფლიოს და საქართველოს ქალაქების პრობლემების შედარება. მოსწავლეებმა შეძლონ გააანალიზონ "ქალაქური პრობლემების" მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ურბანიზაციის პროცესთან. მოსწავლეებმა შეძლონ  იმსჯელონ "ქალაქური პრობლემების" მოგვარების ღონისძიებების ეფექტურობაზე, გამოთქვან საკუთარი
მოსაზრებები.
       4.მოსწავლეთა ასაკი:  VIII  კლასი
       5.ვადები:  1 თვე
      6. მოსალოდნელი შედეგები: ინფორმაციას შეაგროვებენ დაახარისხებენ, დაამუშავებენ. წარმოადგენენ სლაიდშოუს, დაამზადებენ კედლის გაზეთს.
       7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სასკოლო სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ინტერნეტი, საოფისე პროგრამები, ფოტოაპარატი
       8.  პროექტის მსვლელობა: 
          ა) კლასს პრეზენტაციისათვის  წარედგინა რამდენიმე თემა, საიდანაც მოსწავლეთა მიერ არჩეულ იქნა კონკრეტული თემა
          ბ) მოსწავლეები  დაიყო რამდენიმე ჯგუფად და თითოეულ ჯგუფში თითოეულ მოსწავლეზე განაწილდა მოვალეობები--მოსწავლეები მოიძიებენ ინტერნეტიდან ინფორმაციას მსოფლიოს უდიდესი ქალაქების შესახებ. დაახარისხებენ, გააერთიანებენ შეაჯამებენ  დასკვნებს გამოიტანენ და წარმოადგენენ სლაიდშოუს და კედლის გაზეთის სახით.
     9. საგანთან, ეროვნუ სასწავლო გეგმასთან კავშირიწლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
გეო.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათს ურბანიზაციის პროცეს.

     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·      აგროვებს ინფორმაციას (ლიტერატურა, ფოტოები, რუკები) და აღწერს თანამედროვე მეგაპოლისს (აგლომერაცია, კონურბაცია და სხვა); მისთვის დამახასიათებელ ნიშნებს წარმოადგენს სქემის სახით;

·      ინტერესის მიხედვით აგროვებს ინფორმაციას (გეგმა, რუკა, ფოტოსურათი, სტატისტიკური ინფორმაცია და სხვა) კონტინენტების უდიდეს ქალაქებზე და ადარებს მათ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით (დაგეგმარება, ფუნქციური დარაიონება, ინფრასტრუქტურა, მოსახლეობა და სხვა). შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით (ცხრილი, სქემა, ჩანახატი, წერილობითი თემა და სხვა);
·      ირჩევს თვალსაჩინო კრიტერიუმებს, რისი საშუალებითაც აჯგუფებს საქართველოსა და ევროპაში სხვადასხვა ეპოქაში ურბანიზაციით გამოწვეულ ცვლილებებს; შედეგებს გამოხატავს ცხრილის საშუალებით;
·      იკვლევს ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების გამო ქალაქების ფუნქციის შეძენა-დაკარგვის შედეგად წარმოქმნილ სოციალურ პრობლემებს; მოჰყავს შესაბამისი მაგალითები.
10 . პროექტის ხელმძღანელი:  ნანა წიწუაშვილი
11. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა  n.tsitsuashvili2017@gmail.com